ბოსტნეულის წვნიანი ყველის ბურთულებით

1437

კვების რაციონის მწყობრში ჩაყენება რიგი დღესასწაულების შემდეგ ძალიან რთული ამოცანაა მათთვის ვინც უფრთხილდება ფიგურას. დღეს ჩვენ უმარტივეს და ძალიან სასარგებლო რეცეპტს გაგიზიარებთ.

ბოსტნეული სუფის გამრავალფეროვნება ყველის ბურთულებით შევძელით. საუკეთესო ვარიანტია გახეხილი ყველის გამოყენება.

ინგრედიენტები

  • ყველი 100გ
  • კარაქი 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 80გ
  • ქათმის ფილე 300გ
  • ბადრიჯანი 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • კარრი 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი გემოვენბით
  • მწვანილი გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი

მომზადება

1.გაყინეთ კარაქი. გახეხეთ ყველი და კარაქი წვრილად, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოატავსეთ მაცივარში.

2.ხორცი დაჭერით საშუალო ნაჭრებად, შეწვით. ქათმის ფილე მოათსვეთ ქვაბშ და დაასხით ცივი წყალი, მოხარშეთ სრულ მომზადებამდე. როცა წყალი ადუღდება დაუმატეთ დაფნის ფოთოლი.

3.წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით. გახეხეთ სტაფილო მსხვილად და დაუმატეთ ხახვს. დაჭერით წიწაკა და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას. შეკაზმეთ ბოსტნეული, ცოტახანი გააჩერეთ ცეცხლზე და გადაუშვით ბულიონში.

4.როცა სუფი ადუღდება, შექმენით ყველის ბურთულები ცომისგან და მოათავსეთ ქვაბში. 2-3 წუთში გადმოიტანეთ კერძი ცეცხლიდან.

5.სუფი მორთეთ მწვანილით.

თუ არ გამოიყენებთ ქათმის ფილეს, მაშინ გამოგივათ ძალიან კარგი ბოსტნეულის სუფი. გემრიელად მიირთვით!