ბოსტნეულის ტოლმა – უგემრიელესი სამარხვო კერძი

4403

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და შესაბამისად მძიმე მარხვისთვის უნდა მოვემზადოთ. კერძი, რომელსაც გასტრონომია გთავაზობთ სწორედ ის კერძია რომელიც ძალიან დაეხმარებათ მემარხულეებს.

ბოსტნეულის ტოლმა 

ინგრედიენტები: 

  • 20 ცალი პეკინური კომბოსტოს ფოთოლი
  • 6 თავი ხახვი
  • 1 მოზრდილი სტაფილო
  • 500 გ ისპანახი
  • 2 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
  • 1 კონა ოხრახუში
  • ზეთი მოსაშუშად
  • მარილი, წიწაკა, ძირა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბრინჯი გავრეცხოთ, 20-25 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ 7-8 ჭიქა მარილიან წყალში და საწურზე გადავწუროთ.
  2. 4 თავი ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ სტაფილოსთან ერთად.
  3. ისპანახი 2-3 წუთით ვადუღოთ, გავწუროთ და დავჭრათ. ოხრახუში წვრილად დავჭრათ.
  4. ბოსტნეული ავურიოთ ბრინჯს, გავუწყოთ მარილი, ძირა და წიწაკა.
  5. პეკინური კომბოსტოს ფოთლები მოვწალოთ მდუღარე მარილიან წყალში. ფოთლებზე მოვათავსოთ ბრინჯისა და ბოსტნეულის გულსართი და გადავახვიოთ.
  6. ქვაბში მოვშუშოთ 2 თავი ხახვი, ზემოდან დავაწყოთ ტოლმები, დავაფაროთ თეფში, დავასხათ მარილგამოწყობილი წყალი (წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ ტოლმები ნახევრად დაიფაროს) და ვხარშოთ 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით.