ბორშის საკმაზის რეცეპტი

3586

რამდენიმე დღის წინ მეზობელმა გამანდო ბორშის სწრაფად მომზადების საიდუმლო მეთოდი. აღმოჩნდა, რომ იგი წინასწარ ამზადებს ბოსტნეულის საკმაზს რამდენიმე ქილით და მას მთელი წელი იყენებს.

დღეს ჩვენი რედაქცია ბორშის საკმაზის სწორედ ამ საიდუმლო რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლის მეშვეობითაც, კერძს სულ რამდენიმე წუთში მოამზადებთ.

ბორშის საკმაზი

ინგრედიენტები

  • 2 კგ ჭარხალი
  • 0,5 კგ ხახვი
  • 0,5 კგ ტკბილი წითელი პილპილი
  • 0,5 კგ სტაფილო
  • 0,5 მლ ტომატის წვენი
  • 1 ც ცხარე წიწაკა
  • 5 კბილი ნიორი
  • 0,25 ს.კ. 3%-იანი ძმარი
  • 1 ჭიქა. მზესუმზირის ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. შაქარი
  • 5 ს.კ. მარილი

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხეთ ყველა ბოსტნეული და გათალეთ.

2. შემდეგ დაჭერით ბოსტნეული მცირე ზომის ნაჭრებად და ინგრედიენტები ხორცის მანქანაში გაატარეთ. ასევე შეგიძლიათ უბრალოდ გახეხოთ ისინი ან დაჭრათ ზოლებად.

3. ბოსტნეულის ნაზავს დაუმატეთ ზეთი, შაქარი, მარილი და ძმარი.

4. ნაზავი გადაიტანეთ ქვაბში და დაადგით ცეცხლზე 1 საათით. საჭიროებისამებრ დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.

5. როდესაც ბოსტნეული მოდუღდება, გადაიტანეთ საკმაზი ქილებში და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.

ბორშის საკმაზი განსაკუთრებით კარგი იმით არის, რომ მისით არა მხოლოდ ბორშს მოამზადებთ სწრაფად, არამედ ეს საკმაზი, უბრალოდ პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ და სწრაფად დანაყრდეთ, სანამ ბორში მზად იქნება.