დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ ფრანგული თხელი ბლინების რეცეპტს – კრეპებს.
კრეპი გამოდის რბილი და ელასტიური. მაგრამ ამ დესერტის მტავარი მშვენება მაინც იტალიური ლიქიორის “ლიმონჩელო” ფუძეზე დამზადებული კრემია.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 175გ
- კვერცხი 2 ცალი
- კარაქი 250გ
- რძე 500მლ
- ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
- ზღვის მარილი მწიკვი
- შაქრის ფხვნილი 150გ
- ლიმონი 2 ცალი
- ლაიმი 2 ცალი
- ლიქიორი 70მლ
მომზადება
1.გაალღვეთ 60გ კარაქი და გააგრილეთ.
2.ცომისთვის ფქვილს დაუმატეთ მარილი, კვერცხი, რძე და ხელის სათქვეფით განუწყვეტლივ ურიეთ. დაუმატეთ გამღვალი კარაქი და დაელოდეთ.
3.წვრილად გახეხეთ 1 ლიმონის და ლაიმის ქერქი. გამოწურეთ ნახევარი ლაიმი და 1 სუფრის კომზი ლიმონი.
4.კრემისთვის ქერქს და წვენს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, 170გ გამღვალი კარაქი. შემდეგ ჩაასხით ლიქიორი და ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.
5.გააცხელეთ ტაფა ბლინებისთვის, წაუსვით ზეთი და შეწვით ბლინები.
6.მზა ბლინებს წაუსვით კარაქი, წაუსვით კრემი და დაახვიეთ.
7.გააფორმეთ ლაიმის და ლიმონის ქერქით.
ბლინები გამოდის ძალიან ნაზი და გემრიელი. გემრიელად მიირთვით!