ბიუჯეტური ყველიანი კვერების რეცეპტი

1136

თუ მარტივი და ნოყიერი კერძის მომზადებას გსურთ, “გასტრონომია” ყველიან კვერებს გთავაზობთ.

არომატული, შეწითლებული, სოუსით და გემრიელი შიგთავსით. ყველა ინგრედიენტს მაცივარში იპოვით. ასეთი კვერები ცივ ბურახთან ერთად უბრალოდ იდეალურია!

კვერები ყველით

ცომის ინგრედიენტები:

  • ყაბაყი
  • 7 გრ მარილი
  • 2 კვერცხი
  • 5 გრ საფუარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 550 გრ ფქვილი
  • 50 გრ ზეთი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 400 გრ ქათმის ფილე
  • მარილი გემოვნებით
  • 2 პომიდორი
  • ბულგარული წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 100 გრ ხმელი ყველი ან მოცარელა

მომზადება:

1. ყაბაყი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და ნაჭრებად დაჭერით. კვერცხი და მარილი აურიეთ. ყველაფერი დააბლენდერეთ.

2. ყაბაყის მასას საფუარი, ფქვილი და შაქარი დაუმატეთ. აურიეთ, ნელ–ნელა მცენარეული ზეთი დაუმატეთ. თხევადი ცომი თბილ ადგილას გადაიტანეთ და 1,5 საათით გააჩერეთ.

3. ქათმის ფილე მოხარშეთ და გაგრილების შემდეგ დაჩილეთ.

4. პომიდორი, მარილი, ნიორი და ბულგარული წიწაკა დააბლენდერეთ, სოუსი მზადაა.

5. ამოსული ცომი პორციებად დაყავით და თხელ კვერებად გააბრტყელეთ. ზემოდან შიგთავსი, ანუ ქათმის ხორცი მოათავსეთ. ზემოდან ცომის კიდევ ერთი ფენა დაადეთ და კუთხეები დაამაგრეთ. ზემოდან სოუსი წაუსვით და ყველი მოაყარეთ.

6. თითოეული კვერი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.

კერძს გარნირი არ სჭირდება, რადგან თავადაც ბევრ უჯრედისს შეიცავს. ცომი კი ნახშირწყლებით აგავსებთ. 173 კალორია 100 გრ პროდუქტზე – ცუდი ციფრი არაა, თუ წონაში მომატების გარეშე გემრიელად ჭამა გსურთ.

თქვენ შეგიძლიათ შიგთავსად ქათმის ფილეს ნაცვლად თევზი გამოიყენოთ. ამისთვის ხარისხიანი დაკონსერვებული თევზი გამოიყენეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცომი კარგად შეკრული იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წვენი გადმოიღვრება. გემრიელად მიირთვით!