ბიუჯეტური კვერების რეცეპტი სახლის საცხობიდან

728

მარტივად და კარგად რომ მოამზადოთ? გემრიელად რომ შეჭამოთ და იმაზეც არ ინერვიულოთ, რომ ინგრედიენტის დეფიციტის გამო მაღაზიაში წასვლა მოგიწიოთ? მგონი, ამ კითხვაზე პასუხი გვაქვს. დღევანდელი რეცეპტი კვერები ყველით სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.

არომატული, მოწითალო, სოუსით და საოცარი შიგთავსით. მაცივრის კარი გააღეთ და იპოვით ყველაფერს, რაც მოსამზადებლად გჭირდებათ. ცივ ბურახთან ერთად ნამდვილი ნატურალური ამბროზია!

კვერები ყველით

ცომის ინგრედიენტები:

  • ყაბაყი
  • 7 გრ მარილი
  • 2 კვერცხი
  • 5 გრ საფუარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 550 გრ ფქვილი
  • 50 გრ ზეთი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 400 გრ ქათმის ფილე
  • მარილი გემოვნებით
  • 2 პომიდორი
  • ბულგარული წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 100 გრ ხმელი ყველი ან მოცარელა

მომზადება:

1. ცომი მოამზადეთ. ახალი ყაბაყი აიღეთ, გარეცხეთ, გაასუფთავეთ და ჰორიზონტალურ ნაჭრებად დაჭერით. კვერცხს და მარილს აურიეთ. ის ჩვენი მთავარი ნაწილი იქნება. ყველაფერი დააბლენდერეთ.

2. ყაბაყის მასას საფუარი, ფქვილი და შაქარი დაუმატეთ. აურიეთ, თანდათანობით მცენარეული ზეთი დაასხით. თხევადი ცომი თბილ ადგილას გადაიტანეთ და ამოსვლა აცადეთ. ეს 1,5 საათს წაიღებს.

3. ახლა შიგთავსი მოამზადეთ. ქათმის ფილე მოხარშეთ და გააგრილეთ, შემდეგ ხელით დაჩილეთ.

4. სოუსი. პომიდორი, მარილი, ნიორი და ბულგარული წიწაკა დააბლენდერეთ. სოუსი მზადაა.

5. ააწყვეთ. ამოსული ცომი პორციებად დაყავით და სქელი კვერები გააბრტყელეთ. ზემოდან შიგთავსი, ანუ ქათმის ნაჭრები დაუმატეთ. ცომის კიდევ ერთი ფენა დააფარეთ და კიდეები შეკარით. ზემოდან კვერებს სოუსი წაუსვით და ნებისმიერი ყველი მოაყარეთ.

6.თითოეული კვერი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.

როგორც უკვე ვთქვით, რაიმე ცივთან ერთად ამ კვერებს თანასწორი არ ჰყავს. მას გარნირი არ სჭირდება, რადგან ყაბაყი ისედაც ბევრ უჯრედისს, ხოლო ცომი დასანაყრებლად საკმარის ნახშირწყლებს შეიცავს. 100 გრ პროდუქტზე 173 კალორია – ცუდი ციფრი არაა მათთვის, ვისაც გემრიელად ჭამა სურს და ცდილობს ბევრი არ მოუვიდეს.

თუ ექსპერიმენტები გიყვართ, შიგნით არა ქათმის ნაჭრები, არამედ თევზი ჩადეთ. შეგიძლიათ ხარისხიანი კონსერვი გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცომი საიმედო იყოს, წინააღმდეგ შეთხვევაში წვენი შეიძლება გადმოიღვაროს. გემრიელად მიირთვით!