ბიუჯეტური ვარიანტი: ნაზი ორცხობილა ვაშლის შიგთავსით

679

წლებია ოჯახის წევრებისთვის დასვენების დღეებში კეფირის ორცხობილებს ვაცხობ. უკვე ტრადიციაა: ქმარს ბაზრობიდან ვაშლი მოაქვს, თავად ამ დროში ცომს ვზელ. ნახევარ საათში სუფრაზე რბილი ორცხობილები თავს იწონებს. Gastronomia გთავაზობთ ორცხობილების რეცეპტს ვაშლის შიგთავსით, რომ ოჯახის წევრები სახლში გამომცხვარი ტკბილეულით გაახაროთ. საკონდიტრო ნაწარმი კეფირით და კარამელიზებული ვაშლით ყველას მოეწონება. დამწყები დიასახლისიც გაუმკლავდება.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ რძე
  • 4 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 128 გ კარაქი
  • 1 ს/კ ვანილის შაქარი
  • 1 კვერცხის გული
  • 130 მლ კეფირი
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 6 ვაშლი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. 1 ს/კ (8 გრ) კარაქი ტაფაზე გაადნეთ.

2. ვაშლი გათალეთ, შუაგული მოაჭერით, მსხვილ სახეხზე გახეხეთ და გამდნარ კარაქს დაუმატეთ. ინგრედიენტებს აურიეთ.

3. 2 ს/კ შაქარი და ვანილი დაუმატეთ. ინგრედიენტები შეწვით. პერიოდულად აურიეთ. 7 წუთი საკმარისია. სითხე უნდა აორთქლდეს.

4. კვერცხის გული, კეფირი, დარჩენილი შაქარი და მარილი აურიეთ.

5. ფქვილი, გამაფხვიერებელი და ცივი კარაქი აურიეთ ისე, რომ ნაფშვენი მიიღოთ.

6. კეფირის მასა დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. პარკში ჩადეთ და 15 წუთით მაცივარში შეინახეთ.

7. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი 4 მმ სისქის ფენად გააბრტყელეთ.

8. ცომს კვერცხის ცილა წაუსვით და ნახევარი ვაშლის შიგთავსი თანაბრად გადაანაწილეთ. კიდეები ცარიელი დატოვეთ.

9. ცომი შიგთავსიანად რულეტივით დაახვიეთ და ნაჭრებად დაჭერით.

10. კვერცხის გული და რძე აურიეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ, ნარევი წაუსვით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ.

თუ უფრო არომატული ვაშლის ორცხობილის მიღება გსურთ, შიგთავსს ცოტა დარიჩინი დაუმატეთ. სანელებელი ვაშლის დესერტს იდეალურად უხდება.