ბისკვიტის ნამცხვარი მარწყვით – მარტივი და გემრიელი დესერტი

2521

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ძალიან მარტივი, ადვილად მოსამზადებელი, არომატული და ძალიან გემრიელი ბისკვიტის ნამცხვარი მარწყვით.

ბისკვიტი, ნაღების კრემი და ქორფა მარწყვი-ეს საკონდიტრო კლასიკაა.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

8-9 ც 12-13 სმ დიამეტრის ბისკვიტი

  • 50 გრ ფქვილი
  • 2 ც საშუალო ზომის კვერცხი
  • 50 გრ შაქარი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 300 მლ ნაღები 33-35%-იანი
  • 20-30 გრ შაქრის პუდრი
  • 200-300 გრ მარწყვი
  • შაქრის პუდრი გასაფორმებლად

მომზადების წესი

  1. ცხობისთვის ჩვენ დაგჭირდებათ 8-9 ცალი საცხობი ქაღალდი 15×15 სმ დიამეტრის. ქაღალდის უკანა მხარეს დახატეთ 12-13 სმ დიამეტრის წრე.
  2. ჯერჯერობით ქაღალდი გვერდზე გადადეთ და მოამზადეთ ბისკვიტის ცომი. ათქვიფეთ კვერცხი, თანდათან დაუმატეთ შაქარი და მიქსერის სიმძლავრე გაზარდეთ.
  3. მასა უნდა იყოს ბეზესებრი.
  4. ბოლოს მასას დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ ფრთხილად, რომ ცომმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს მოცულობა.
  5. ქაღალდებზე დახატულ თითოეულ წრეში მოათავსეთ 1 ს.კ. ცომი და გადაანაწილეთ ირგვლივ.
  6. ცომიანი ქაღალდები მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე, მათ გამოსაცხობად დაახლოებით 6-8 წუთია საჭირო. აუცილებელია, რომ ბისკვიტი ძალიან არ გამოშრეს, რადგან როდესაც მას ფორმას შეუცვლით, არ გატყდეს.
  7. ბისკვიტებს გამოცხობისთანავე მოაშორეთ ქაღალდი და გააცივეთ.
  8. თუ ბისკვიტები ან მისი კუთხეები მაინც გამოშრა, სიტუაციის გამოსწორებას ამ გზით შეძლებთ: გადააბრუნეთ ბისკვიტი და სველი, მაგრამ კარგად გაწურული ხელსახოცი დააფინეთ და გააჩერეთ 10 წუთით.
  9. ბისკვიტი ძალიან ადვილად უნდა გადაიკეცოს.
  10. დაჭერით მარწყვი.
  11. ათქვიფეთ ცივი ნაღები შაქართან ერთად, რომ მიიღოთ მდგრადი მასა. საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ ნაღების კრემი და გაუკეთეთ ნახვრეტი კბილის ჩხირით.
  12. ბისკვიტის ცენტრში წაუსვით კრემი ზოლებად, დაალაგეთ მარწყვი ზემოდან და კვლავ ნაღების კრემით დაფარეთ.
  13. ბისკვითი ფრთხილად გადაკეცეთ და გააფორმეთ მარწყვით.
  14. ნამცხვრებით სავსე თეფში მოათავსეთ მაცივარში, რომ კარგად გაცივდეს. სანამ დესერტით მეგობრებს გაუმასპინძლდებით, შეგიძლიათ ზემოან შაქრის პუდრი მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით!