“რულიადა” ბელორუსიულიდან ითარგმნება როგორც ხორცის რულეტი. მაგრამ ის ჩვენთვის ჩვეულ რულეტს ნაკლებად ჰგავს. რულიადას მოსამზადებლად ქათმის ხორცის სხვადასხვა ნაწილები გამოიყენება. მას მარლაში ახვევენ სუნელებთან და ბოსტნეულთან ერთად, შემდეგ ხარშავენ ბულიონში. ამ პროცესს დიდი დრო სჭირდება, ამიტომ “გასტრონომია” გთავაზობთ რულიადას რეცეპტს ზარმაცებისთვის.
დიდი ხნის ხარშვის ნაცვლად 45-წუთიანი გამოცხობა, ხორცისა და კანის კგანცალკევების ნამცვლად ფოლგაში გახვევა. მაგრამ მთავარი პრინციპი – მზა ხორცის 24 საათის განმავლობაში დაპრესვა – შენარჩუნებულია.
ინგრედიენტები
- 6 ც ქათმის ბარკალი
- 4 კვერცხი
- 200 გრ მაგარი ყველი
- 150 გრ ნიგოზი
- ზეთი გემოვნებით
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. მოაცილეთ ბარკლებს ძვალი, დაბეგვეთ ხორცი.
2. მოამზადეთ ბლინები. ათქვიფეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და გამოაცხვეთ ბლინების მსგავსად. გაიმეორეთ იგივე დანარჩენ კვერცხებთან.
3. დააფორმირეთ რულიადა. წაუსვით ფოლგას ზეთ და მოათავსეთ ინგრედიენტები შემდეგი რიგითობით: ქათამი, ბლინები, გახეხილი ყველი, ნიგოზი, სანამ პროდუქტები არ დამთავრდება. მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით.
ახლა უკვე დარწმუნდით, რომ კერძი რულეტს საერთოდ არ ჰგავს. უჩვეულო და უგემრიელესი კერძი მზადაა! შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!