ეს საოცარი დესერტი შვედმა ინგვარ სტრიდმა მოიგონა ორმოცდაათიან წლებში. დაარქვა ბუდაპეშტის რულეტი, რადგან სმენოდა ამ ლამაზი ქალაქის ღირშესანიშნაობების შესახებ.
ბეზეს რულეტი ნაღებით – ნებისმიერი სეზონის დესერტია. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსერვირებული ან ცოცხალი მანდარინი.
ინგრედიენტები
- კვერცხის ცილა 6 ცალი
- ნუში 100გ
- ვანილი 1 ჩაის კოვზი
- მანდარინი 200გ
- შაქარი 300გ
- ხორბლის ფქვილი 4 სუფრის კოვზი
- ნაღები 250მლ
მომზადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ ბეზეს მასა. ათქვიფეთ კვერცხის ცილა აქაფებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, ვანილი, ფქვილი და დაქუცმაცებული ნუში.
2.ბეზეს ცომი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და გადმოიტანეთ გამოსაცხობ ქაღალდზე.
3.გამოაცხეთ 20 წუთი 150 გრადუსზე.
4.ათქვიფეთ ნაღები და წაუსვით ბეზეს. ზემოდან მოათავსეთ მანდარინი და დაახბიეთ რულეტისებურად. შეინახეთ მაცივარში 5 საათი.
გემრიელად მიირთვით!