ბაჭული – უგემრიელესი რაჭული ღვეზელი

3197

ბაჭული ღვეზელია, რომელსაც ყველაზე ხშირად ყველიანი გულსართით ამზადებენ. ლობიანისგან განსხვავებით ღუმელში ცხვება.

ინგრედიენტები:

  • 250 მლ თბილი წყალი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 1-2 ს.კ. ზეთი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 400-500 გ ფქვილი
  • 500 გ გახეხილი ყველი
  • 2 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული

მომზადების წესი:

  1. თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მარილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი, ვზილოთ ზეთიანი ხელებით.
  2. ცომს გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად. ყველი გავხეხოთ და კვერცხი ავურიოთ.
  3. როცა ცომი აფუვდება, გავყოთ 4 გუნდად, მართკუთხედის ფორმით გავაბრტყელოთ, გადავანაწილოთ ყველი და კონვერტივით შევკრათ. კარგად შევუკრათ გვერდები და კიდევ ერთხელ გავაბრტყელოთ.
  4. ბაჭულებს წავუსვათ კვერცხის გული და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ.