ბანანის ნაზი ნამცხვარი ფქვილის გარეშე 15 წუთში მზადაა

932

თუ ლამაზი სხეულის ფორმების ქონა გსურთ, ტკბილეულზე უარი არ თქვათ. ბევრი დაბალკალორიული დესერტი არსებობს, რომლებიც ზედმეტი კილოგრამებს არ აჩენს. მათ შეუდარებელი გემო აქვთ.

ბანანის ნამცხვარი, რომელსაც ფქვილი არ სჭირდება, ერთ–ერთი ასეთი დესერტია. სწრაფად და მარტივად მოამზადებთ. დიდი დრო და ძალა არ სჭირდება. სასარგებლო დესერტს მიიღებთ, რომელიც პირში დნება!

ამ ტკბილეულმა სხეულის ფორმები რომ არ დააზიანოს, შაქარი მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. მის ნაცვლად დამატკბობელი გემოვნებით დაუმატეთ. ასე ბანანის დესერტი თქვენი ერთ–ერთი ფავორიტი გახდება.

ინგრედიენტები:

  • 2 ბანანი
  • 35 გ კაკაოს ფხვნილი
  • 80 გ ხაჭო
  • 20 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 50 გ არაჟანი
  • კარაქი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. თავდაპირველად, ბანანს ქერქი მოაშორეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. კვერცხი დაუმატეთ და ჩანგლით დაჭყლიტეთ.

2. კარგად აურიეთ. კაკაო და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. კვლავ აურიეთ, რომ გოროხები არ დარჩეს.

3. მართკუთხა საცხობი ფორმა აიღეთ, გვერდებსა და ძირში კარაქი წაუსვით. ცომი გადაიტანეთ და მიკროტალღურ ღუმელში 4 წუთით მოათავსეთ.

4. კრემის მომზადება დაიწყეთ. ხაჭო, არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ.

5. ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ და გაგრილებას დაელოდეთ. ჯერ შუაზე გაჭერით, შემდეგ მიღებული ორი ნახევარიც. ასე ოთხი ფენა გამოგივათ.

6. თითოეულ ფენას კრემი წაუსვით და ერთმანეთს დაადეთ. ზედა ფენას კრემი უხვად წაუსვით.

მზა დესერტი სურვილისამებრ გააფორმეთ: ქოქოსის ფანტელები, კაკალი ან კენკრა დაუმატეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ბანანის ნამცხვარი ძალიან გემრიელი და ლამაზი გამოვა.