ბავარიული დესერტი ცხობის გარეშე

513

თუ კვერცხი და ცოტა რძე გაქვთ, შეგიძლიათ მოამზადოთ დესერტი ჟელატინით ცხობის გარეშე. ძალიან კომფორტულია ამ დესერის მომზადება, არ სჭირდება დიდი დრო და ენერგია. ჩემმა მეგობარმა ეს რეცეპტი მიუნხენიდან ჩამომიტანა სპეციალურად მე.

მოდით ერთად მოვამზადოთ!

ინგრედიენტები

  • 300მლ რძე
  • 3 კვერცხის გული
  • 350გ არაჟანი
  • 70გ შაქარი
  • 20გ ჟელატინი
  • 2გ ვანილი

მომზადება

1.ჟელატინს მოასხით 100მლ ცივი რძე და დაელოდეთ მის ამოფუებას. წინასწარ მოამზადეთ დესერტის ფორმა. მე ვიყენებ რძის შეფუთვას. ამოჭრით ზედაპირს და მარტივად ჩაასხამთ მასში მასას.

2.განაცალკევეთ ცილა და გული. ცილა გადადეთ გვერდზე ( ამ რეცეპტში არ გამოგვადგება), ხოლო კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი. უმჯობესია ღრმა და სქელ ქვაბში მოათავსოთ.

დადგით ქვაბი ცეცხლზე და მოურიეთ, დაუმატეთ გაგრილებული რძე. მოხარშეთ, მოურიეთ. შესქელებული მასა გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

3.ცხელ მასას დაუმატეთ ამოფუებული ჟელატინი. კარგად მოურიეთ და დაელოდეთ ჟელატინის გალღვობას.

4.არაჟანს, მოაყარეთ ვანილი და დაუმატეთ დესერტის მასას. ფრთხილად მოურიეთ.

5.მზა მასა ჩასხით ფორმაში და შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.

6.გაგრილებული დესერტი გააფორმეთ სურვილისამებრ. მემოვაყარე გახეხილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!