დღეს ბოსნტეულის, უფრო კონკრეტულად კი ბადრიჯნის ძალიან კარგი სალათის რეცეპტი მოგიმზადეთ. ეს სალათი განსაკუთრებულად უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს.
უგემრელიელესი სალათის რეცეპტი ასეთია:
ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი 2,5 კგ
- პამიდორი 1 კგ
- ბულგარული ან არაცხარე წიწაკა 0,5 კგ
- მწვანე ხახვი 100 გ
- ოხრახუში 50 გ
- რეჰანი 50 გ
- ზეთი 1-2 სუფრის კოვზი
- შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი შევწვათ ნელ ცეცხლზე ღუმელში ან თუნუქის ფირფიტაზე ოთხივე მხრიდან. (ბადრიჯანი შემწვარი, როცა ის დარბილდება).
- შემდეგ გავაცალოთ კანი და დავკეპოთ.
- ცხელ ბადრიჯანს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი, ბულგარული ან არაცხარე წიწაკა, მწვანე ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, შავი პილპილი მარილი და კარგად ავურიოთ კოვზით.
უგემრიელესი სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!