ზოგჯერ ძალიან გემრიელი კერძების მომზადება – უმარტივესია! ბადრიჯნის რგოლები შიგთავსით სწორედ ასეთი კერძია.
შიგთავსად მე გამოვიყენე სტაფილო და ძეხვი. ხორცპროდუქტი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით ააჩიოთ.
ინგრედიენტები
- ბადრიჯანი 2 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- მოხარშული ძეხვი 130გ
- მწვანე წიწაკა 2 ცალი
- კვერცხი 3 ცალი
- მარილი გემოვნებით
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
- სახამებელი 2 სუფრის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით ბადრიჯანი მრგვლად. ჩაალბეთ მარილიან წყალში 15 წუთი.
- დაჭერით ძეხვი ან სოსისი კუბიკებად.
- ბადრიჯნის რგოლებიდან ამოჭერით გული.
- ამოჭრილი ნაწილიც დაჭერით, დაუმატეთ დაჭრილი სტაფილოს, ძეხვს, მარილს, წიწაკას, კვერცხს და მოურიეთ. დაუმატეთ სახამებელი და ისევ მოურიეთ.
- გააცხელეთ ტაფა და შეწვით ბადრიჯანი შიგთავსიანად.
გემრიელად მიირთვით!