იტალიაში ბადრიჯანს ძალიან ბევრ კერძში იყენებენ. ერთ-ერთი პოპულარული კერძი ბადრიჯნის პამიჯანია. ამ რეცეპტის დახმარებით აუცილებლად გამოგივათ!
აუცილებელი კერძი სოუსთან ერთად გამოვაცხოთ, რათა იყოს მშრალი. ასევე აუცილებელია ბადრიჯანს მოვაშოროთ ზედმეტი წყალი.
ინგრედიენტები
- ბადრიჯანი 1,8კგ
- საფანელი 200გ
- ნიორი 1 ცალი
- ცხარე წიწაკის ფანტელები 0,5 ჩაის კოვზი
- თეთრი მშრალი ღვინო 60მლ
- პომიდორი საკუთარ წვენში 1,6კგ
- ორეგანო 2 ჩაის კოვზი
- პარმეზანი 140გ
- ოხრახუში 15გ
- მარილი გემოვნებით
- კვერცხი 5 ცალი
- ზეითუნის ზეთი 350მლ
- წითელი ხახვი 1 ცალი
- პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
- წყალი 360მლ
- ბაზილიკი 30გ
- შავი დაფქული წიწაკა 1 ჩაის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 200გ
- მოცარელა 400გ
მომზადება
1.გააცხელეთ 60მლ ზეთი ღრმა და სქელ ქვაბში. გაასუფთავეთ ნიორი, მოთუშეთ 4 წუთი. დაუმატეთ ხახვი და წიწაკა. მოთუშეთ 5 წუთი, ურიეთ.
2.დაუმატეთ ომიდვრის პასტა და მოთუშეთ 2 წუთი. ჩაასხით ღვინო და წამოადუღეთ, მოამზადეთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
3.დაჭყლიტეთ პომიდორი და დაუმატეთ წვენს. ნახევარი ბაზილიკით დააქუცმაცეთ ხელით და დაუმატეთ მასას. მოაყარეთ 0,5 ჩაის კოვზი ორეგანო და მოურიეთ.
4.პომიდვრის ქილას გამოავლეთ სუფთა წყალი და ჩაასხით ქვაბში, მოაყარეთ მარილი და მოამზადეთ 180 გრადუსზე 2-1,5 საათი. 1 საათში მოურიეთ სოუსი. გაგრილებული მასა დააბლენდერეთ.
5.გაასუფთავეთ ბადრიჯანი და დაჭერით. მოაყარეთ მარილი და გადააფარეთ ქაღალდის ხელსახოცი. ისევ ბადრიჯნის ფენა მოათავსეთ და შემდეგ ხელსახოცის. დაელოდეთ 1 საათი.
6.საფანელი ორეგანო და შავი წიწაკა დაქუცმაცეთ. ნახევარ პარმეზანთან ერთად მოათავსეთ ქვაბში. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, ხოლო დაფქულ მასაში ჩატეხეთ კვერცხი. თითოეული ბადრიჯანი ამოავლეთ ფქვილში და შემდეგ საფანელიან მასაში.
7.ტაფაზე დაასხით 140მლ ზეთი და გააცხელეთ. შეწვით ბადრიჯანი ორივე მხრიდან 2-3 წუთი. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
8.გახეხეთ 170გ მოცარელა, დაუმატეთ დაქუცმაცებული ოხრახუში და ბაზილიკი, მოაყარეთ დარჩენილი ყველი.
9.ფორმის ძირზე დაასხით 1 ჭიქა სოუსი, გადაანაწილეთ ბადრიჯნის ფენა, ისევ სოუსი და მოაყარეთ ყველი. ისევ ბადრიჯანი, სოუსი, ყველი. ამ მეთოდით ააწყეთ კერძი და გამოაცხეთ 50-60 წუთი 180 გრადუსზე.
10.კერძი გამოიტანეთ ღუმელიდან, მოაყარეთ ყველი და ისევ გამოაცხეთ 15-20 წუთი 220 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!