ბადრიჯანი – შექმნილია იმისთვის, რომ შეინახოთ ქილაში სხვადასხვა სანელებლებთან და დამატებით ინგრედიენტებთან ერთად.
მას ძალიან უხდება მწარე წიწაკა და პომიდორი.
თუ თქვენ გიყვართ ლეჩო, მაშინ ეს კერძი აუცილებლად მოგეწონებათ. ბადრიჯანი იხარშება ცოცხალი პომიდვრის სოუსში ზეთთან და სანელებლებთან ერთად, ამის შემდეგ გადაიტანთ ქილებში და მიიღებთ საოცრებას!
ინგრედიენტები
- ბადრიჯანი 2 ცალი
- ბულგარული წიწაკა 1კგ
- პომიდორი გმოვნებით
- ვაშლი 2 ცალი
- ნიორი 5-6 ცალი
- მარილი 40გ
- წიწაკა ჩილი 1 ცალი
- მზესუმზირის ზეთი 150მლ
- ძმარი 8 ჩაის კოვზი
- შაქარი 120გ
- ხახვი 700გ
მომზადება
1.გარეცხეთ ბადრიჯანი, დაჭერით საშუალო ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 10 წუთი.
2.ამასობაში მოამზადეთ პომიდორი: დაასხით ცხელი წყალი და მოაშორეთ ქერქი. აქციეთ პიურედ.
3.პომიდვრის პიურე გადაიტანეთ ქვაბში და წამოადუღეთ. ბადრიჯანი ხელახლა გარეცხეთ და პომიდვრის მასაში მოათავსეთ , დაუმატეთ ზეთი, მარილი, ნიორი, წიწაკა, შაქარი და მოხარშეთ 40 წუთი.
4.დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და ცეცხლზე დატოვეთ 20 წუთი.
5.გადაანაწილეთ სტერილურ ქილებში, მოხუფეთ, თავდაღმა დააყენეთ და თბილად შეფუთეთ გაგრილებამდე.
გემრიელად მიირთვით!