ეს უგემრიელესი ვეგეტარიანული კერძია. თუმცა, შეგიძლიათ იგი აზიური სადილის ნაწილად აქციოთ – სუფრაზე თევზის ან ხორცის კერძებთან ერთად მიიტანოთ.
ინგრედიენტები:
- 350 გ ატრია რამენი
- 90 მლ (6 ს.კ.) მიწის თხილის ზეთი
- 1 წითელი ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 1 წითელი წიწაკა
- 8 ბადრიჯანი
- 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
- 2 ს.კ. სოიის ღია საწებელი
- 2 ს.კ. თევზის საწებელი
- 2 ს.კ. ხამანწკის საწებელი
- 1 ჩ.კ. აზიური სეზამის ზეთი
- 1 ს.კ. ტაილანდური თევზის საწებელი
- 2 მწვანე ხახვი
მომზადების წესი:
- ატრია პაკეტზე მითითებული წესით მოამზადეთ.
- 2 ს.კ. ზეთი დიდ ვოკში ან ტაფაზე გააცხელეთ. მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი. განუწყვეტლივ ურიეთ. გადაიღეთ ტაფიდან და ცალკე შეინახეთ.
- მაღალ ცეცხლზე ირიბად კანიანად დაჭრილი ბადრიჯანი ულუფად შეწვით, განუწყვეტლივ ურიეთ. ოქროსფრად რომ დაიბრაწება, ესეც გადაიღეთ.
- დარჩენილი 2 ს.კ. ზეთი ვოკში ჩაასხით, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და დაახლოებით 3 წთ შუშეთ, ვიდრე შაქარი კარამელისებური კონსისტენციის გახდება. დაუმატეთ თევზის, სოიისა და ხამანწკების საწებელი, სეზამის ზეთი და ურიეთ, ვიდრე ყველაფერი კარგად გაცხელდება.
- ვოკში ჩააბრუნეთ ხახვიანი მასა და ბადრიჯანი, დაუმატეთ ატრია და მძლავრად შეანჯღრიეთ. მოაყარეთ მწვანე ხახვის დაჭრილი თეთრი თავები და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!