აჩმის რეცეპტი ლავაშით – ნამდვილად გემრიელია!

2003

აჩმა – ასევთქვათ ხაჭაპურის, ხინკალის და ჩებურეკის დაა. კლასიკურ რეცეპტში თქვენ შეხვდებით ნაზი ცომის ფენებს ყველიანი შიგავსით. კლასიკური შიგთავსის მოსამზადებლად – თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ სულგუნი, აჭარული ან იმერული ყველი.

ამ კერძის მომზადება ძალიან საინტერესო, მაგრამ ვრცელი პროცესია. დღეს ჩვენ საქმე გაგიმარტივეთ და გასწავლით მის ლავაშით მომზადებას.

ინგრედიენტები

  • 4-5 ლავაშის ფირფიტა
  • 0,5ლ კეფირი
  • 4 კვერცხი
  • 100გ კარაქი
  • 500გ სულუგუნი
  • 500გ ხაჭო
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.დააქუცმაცეთ ხაჭო, ყველი გახეხეთ, მოთავსეთ ღრმა ჯამში. კეფირს დაუმატეთ კვერცხი და მარილი.

2.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ჩააფინეთ ლავაშის ორი ფირფიტა.

3.ფორმაში ჩაასხით 2 სუფრის კოვზი გამღვალი კარაქი, მოაყარეთ ხაჭოსა და ყველის მასა. მოასხით კარაქი და კეფირი.

4.ლავაშის ერთი ფენა ამოავლეთ კვერცხისა და კეფირის მასაში და მოათავსეთ ყველზე.

5.ხელმეორედ მოათავსეთ ყველის ფენა, კარაქი და კვერცხის მასა. გადააფარეთ ლავაში.

6.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!