Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ღუმელში გამომცხვარი ბულგარული წიწაკის რეცეპტს, რომელიც ბუტერბროდის შესანიშნავი ალტერნატივაა. საინტერესო წასახემსებელია, რომელსაც ეგზოტიკური პროდუქტები არ სჭირდება და მარტივად მზადდება. რაც მთავარია, კერძისთვის სხვადასხვა შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ. კიდევ ერთი უპირატესობა: ბევრ უჯრედისს, ცილას და სასარგებლო ცხიმებს შეიცავს, ამიტომ ორგანიზმისთვის სასარგებლოა.
ინგრედიენტები:
- ბულგარული წიწაკა
- ზეითუნის ზეთი
- მოცარელას ბურთები
- ჩერი პომიდორი
- პრასი
- გახეხილი ყველი
- სიმინდი
- სოკო/ფარში/ძეხვი
- მარილი, წიწაკა
მომზადების წესი:
- კარგი ბულგარული წიწაკა იპოვეთ. გარეცხეთ, შუაზე გაჭერით, თესლები და შიდა გვერდები მოაშორეთ. მცენარეული ზეთი წაუსვით. ღუმელი გააცხელეთ.
- შიგთავსის 1–ელი ვარიანტი: მოცარელას პატარა ბურთები, ჩერი პომიდორი, დაჭრილი პრასი და გახეხილი ყველი აურიეთ. ზეითუნის ზეთი მოასხით, მარილი, წიწაკა დაუმატეთ და შიგთავსი მზადაა.
- შიგთავსის მე–2 ვარიანტი: წვრილად დაჭრილი ძეხვი, სიმინდი, პომიდვრის პასტა და რამდენიმე ბოსტნეული აურიეთ. ფარში ან სოკო დაუმატეთ, თუ ნოყიერი შიგთავსის მომზადება გსურთ. გახეხილი ყველი ყოველთვის სასურველია.
- წიწაკის შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხორცი: ქათამი, ღორი, ძროხა. ყველი–კვერცხის ნარევითაც გემრიელი გამოვა. წიწაკას შიგთავსი დაუმატეთ და 200 გრადუსზე აცხვეთ. თუ სქელგვერდებიანი წიწაკაა 35-40 წუთით აცხვეთ, თუ თხელგვერდებიანი – 30 წუთით. 5 წუთით მოიცადეთ და კერძი გააგრილეთ.
ასეთ ბუტერბროდს სწრაფად ვერ მოამზადებთ, მაგრამ სასარგებლო და გემრიელია. თუ ძალიან გეზარებათ, წიწაკა ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 10 წუთით აცხვეთ, სანამ კანი არ გაძვრება. რბილობს თესლები და ზედმეტი ყველაფერი მოაშორეთ. დაჭერით, მარილი დაუმატეთ და ზეითუნის ზეთი მოასხით. ასეც გემრიელ კერძს მიიღებთ.