ფრანგმა შეფ-პოვარმა, რომელიც ემსახურებოდა ინგლისის სამეფოს, ამ დესერტს შეურჩია სახელი მეფის ერთადერთი ქალიშვილის საპატივცემულოდ. შემდეგ შეფი გადმოვიდა სამუშაოდ რუს იმპერატორთან და ამ დესერტს “რუსული შარლოტკა” დაერქვა.
სანამ დესერტის მომზადებას დაიწყებთ, რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ნაღები უნდა გამოიყენოთ 30%, ხოლო იოგურტი 2,5%, ნაღები უმჯობესია ათქვიფოთ ცივად. ამისათვის ინგრედიენტი მოათავსეთ საყინულეში 15 წუთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის რძე.
ინგრედიენტები
- კვერცხის ცილა 4 ცალი
- შაქარი 260გ
- კვერცხის გული 4 ცალი
- ხორბლის ფქვილი 125გ
- შაქრის ფხვნილი 40გ
- ატამი 800გ
- ლიმონის წვენი 20მლ
- სიმინდის სახამებელი 35გ
- ჟელატინი 18გ
- წყალი 160მლ
- რძე 200მლ
- იოგურტი 250გ
- ნაღები 400მლ
- ყველი მასკარპონე 100გ
მომზადება
1.ათქვიფეთ ცილა აქაფებამდე. დაუმატეთ 70გ შაქარი, გააგრძელეთ თქვეფა. ცალკე ათქვიფეთ გული 60გ შაქართან ერთად 3-5 წუთი.
2.ცილის და გულის მასა გადაურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
3.ცომით აავსეთ საკონდიტრო ტომარა. სურათის მიხედვით გამოიყვანეთ ფორმები და მოაყარეთ 10გ შაქრის ფხვნილი. გამოაცხეთ 170 გრადუსზე 10-12 წუთი.
4.მეორე ქაღალდზე გააკეთეთ მრგვალი ფორმები და ისიც გამოაცხეთ 170 გრადუსზე 10-12 წუთი.
5.ახლა მოვამზადოთ ატმის მარმელადი. დაარბილეთ 8გ ჟელატინი 40მლ წყალში და მოურიეთ. დაელოდეთ 10-15 წუთი.
6.ატამს მოასხით ცხელი წყალი 2 წუთი, გადაასხით და ჩაასხით ცივი წყალი. შემდეგ გათალეთ და დაჭერით. 200გ ატამი დააბლენდერეთ ლიმონის წვენთან ერთად.
7.ატმის პიურე ჩაასხით ფოემაში, დაუმატეთ 20გ შაქარი და სახამებელი, მოურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი ატამი და დადგით ცეცხლზე.
8.პიურე მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ჟელატინი და კარგად მოურიეთ. 30 წუთი დაელოდეთ.
9.მეტალის რკალში მოათავსეთკორჟის გვერდითა ნაწილი. მოათავსეთ ძირი და დაასვენეთ ცოტახანი.
10.ახლა მოვამზადოთ იოგურტის მუსი. დარჩენილი ჟელატინი გაალღვეთ 50მლ წყალში.
11.რძეს დაუმატეთ 40გ შაქარი და დარძენილი სახამებელი, მოურიეთ. წამოადუღეთ და მოხარშეთ 30 წამი.
12.რძის მასას დაუმატეთ ჟელატინი და იოგურტი, მოურიეთ. გადააფარეთ პაკეტი (უნდა ეხებოდეს მასას) და დაელოდეთ 10-15 წუთი.
13.ათქვფეთ 200მლ ცივი ნაღები დაუმატეთ იოგურტს და მოურიეთ.
14.ავაწყოთ დესერტი: ძირის ბისკვიტზე მოათავსეთ 1სმ იოგურტის მასა, შემდეგ – ნახევარი მარმელადი და ისევ მუსი.
15.დარჩენილ შაქარს დაუმატეთ წყალი, აადუღეთ სიროპი. დანამეთ ზედა ბისკვიტი და დააფარეთ დესერტს. მოასხით მუსი და მოათავსეთ მაცივარში 4-5 საათი.
16.კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ მასკარპონე, ნაღები და შაქრის ფხვნილი. კრემი და დარჩენილი ატმის პიურე ჩაასხით ტომრებში.
17.ტორტს მოახსენით რკალი და გააფორმეთ.
გემრიელად მიირთვით!