თუ თქვენ რბილი, ტკბილი და არომატული რულეტების მოყვარული ხართ, მაშინ ეს მრავალფეროვანი რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა.
ინგრედიენტები:
გულსართი:
- 500 გ ატამი, გათლილი, უკურკო და დაჭრილი
- 200 გ შაქარი
- 2 ჩაის კოვზი წმინდად გახეხილი ლიმონის ცედრა
ცომი:
- 2 დიდი კვერცხი
- 70 გ შაქარი
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
- 75 გ ნამცხვრის ფქვილი
- 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 3 სუფრის კოვზი მუქი რომი
- 1 დიდი ატამი, გათლილი და დაჭრილი – მოსართავად
- შაქრის პუდრი – მოსაყრელად
ულუფა: 8-10
მომზადება: 35 წუთი + 1 საათი გასაცივებლად
ცხობა: 15-20 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- გულსართი: ატამი, შაქარი და ლიმონის ცედრა მოათავსეთ დიდ ქვაბში, საშუალო ცეცხლზე შემოდგით და ხშირად ურიეთ, სანამ ატამი რბილი არ გახდება, დაახლოებით 15 წუთი. გადადგით გასაცივებლად.
- ცომი: წინასწარ გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე. 25×25 სმ ზომის რულეტის საცხობ ლანგარს კარაქი წაუსვით. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი სანამ ოდნავ გამკვრივდება და გასქელდება, დაახლოებით 20 წუთი.
- ბეზეს სამზარეულოს ნიჩბის საშუალებით შეურიეთ ფქვილი და ვანილი.
- ცომი გადაიტანეთ მომზადებულ ლანგარზე.
- აცხვეთ 15-20 წუთი სანამ ღია ყავისფერი არ გახდება.
- ჩაის ტილოზე მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი. ნამცხვარი ტილოზე გადაიტანეთ, ქაღალდი შემოაცალეთ და გვერდები ჩამოაჭერით. გადაახვიეთ და გააგრილეთ.
- გახსენით რულეტი, მოასხით რომი, თანაბრად წაუსვით ატმის პიურე.
- ისევ გადაახვიეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრი და შემოაკარით სამზარეულოს ცელოფანი. გააცივეთ 1 საათი.
- მოაყარეთ შაქრის პუდრი. დაჭერით და ატმის ნაჭრებით მორთეთ.