
ნაზი ბლინები
ამ რეცეპტით მომზადებული ბლინები გამოდის პიკანტური და ძალიან გემრიელი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ბლინები კარტოფილის პიურესგანაა მომზადებული.

ინგრედიენტები
- 350გ კარტოფილი
- 400მლ რძე
- 3 კვერცხი
- 3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
- მცენარეული ზეთი
- მარილი
მომზადება
1.მოხარშეთ კარტოფილი, გადაასხით წყალი და აქციეთ პიურედ.

2.პიურეს დაუმატეთ რძე, კვერცხი, 3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი და ისევ დაჭყლიტეთ.

3.გამოაცხეთ ბლინები ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!









