როგორ მოვამზადოთ რესტორნული პიცა. როგორც იქნა მსუბუქი და ფაფუკი ცომი გამომივიდა

2833

ძალიან რთულია, მოამზადო პიცა, როგორსაც სპეციალურ რესტორნებში აცხობენ. ბევრი მათგანი რეცეპტს საიდუმლოდ ინახავს. „გასტრონომიას“ რედაქცია ეცადა, ყველაზე გემრიელი რესტორნული პიცის საიდუმლო გამოეცნო და გამოუვიდა კიდეც.

ფაფუკი ცომი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდის, თუ ცომს სველი საფუარითა და რძით მოვზილავთ. მაშ ასე, მოამზადეთ საყვარელი შიგთავები და საცხობი ფორმა!

 

ინგრედიენტები

  • რძე 200 მლ
  • შაქარი 2 ჩ.კ.
  • ზეითუნისზეთი 2 ს.კ.
  • ლორი 150 გრ
  • აგარი ყველი 150 გრ
  • მარილი 0,5 ჩ.კ.
  • საფუარი 10 გრ
  • ხორბლის ფქვილი 300გრ
  • პომიდორი 1 ცალი
  • ტომატის სოუსი გემოვნებით

 

მომზადება

  1. თბილ რძეში დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი, ზეითნის ზეთი და მოურიეთ.
  2. ნელ-ნელა დაამათ გაცრილი ფქვილი მოზილეთ რბილი ცომი. მოათავსეთ თასში და დააფარეთ პირსახოცი. დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.
  3. მაგიდის ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომის თხელი ფენა. წაუსვით ტომატის სოუსი, დაალაგეთ თხლად დაჭრილი ლორი და პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  4. შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. მზადაა!

 

ასეთ პიცას ნებისმიერი შიგთავსი მოუხდება, შესანიშნავი „მარგარიტა“ გამოგივათ მოცარელათი. გაუზიარეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი მეგობარს!