ასეთი ცომეულის გასინჯვით ყველა გაოცებული იყო. სუპერ საკვები სასაუზმოდ.

545

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მსუბუქ და გემრიელ კერძს სასაუზმოდ. სურვილისამებრ, დარიჩინის და შაქრის ნარევი შეგიძლიათ შიგთავსად დაუმატოთ. ძალიან გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ (10 გრ) მშრალი საფუარი
  • 2 ს/კ (40 გრ) შაქრის ფხვნილი
  • 2 ჭიქა (400 მლ) თბილი რძე
  • 1 ჭიქა (200 მლ) თბილი წყალი
  • 2 კვერცხის ცილა
  • 1 ჭიქა (180 მლ) მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ (10 გრ) მარილი
  • 8 ჭიქა (960 გრ) ფქვილი
  • 2 ს/კ (20 მლ) მცენარეული ზეთი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 18 გრ კარაქი

კიდევ:

  • 2 კვერცხის გული
  • 1 ს/კ (10 მლ) მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. საფუარი, შაქარი, რძე და წყალი სათქვეფით კარგად აურიეთ. 2 კვერცხის ცილა, 1 ჭიქა ზეთი და მარილი დაუმატეთ. კვლავ სათქვეფით აურიეთ და ფქვილი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.

2. ცომს 2 ს/კ ზეთი დაუმატეთ და მოზელა გააგრძელეთ. შემდეგ ცომი თასში ჩადეთ და პარკი დააფარეთ. 1 საათით ამოსასვლელად გააჩერეთ.

3. ერთ საათში ცომი ჩაზილეთ და 10 თანაბარ ნაწილად გაყავით.

4. თითოეული ცომის ნაჭერი გააბრტყელეთ და ხელით მსუბუქად გაწელეთ. შემდეგ ცოტა კარაქი წაუსვით, მკვრივ რულეტად დაახვიეთ. ამის შემდეგ თითოეული რულეტი მათრახივით დაგრიხეთ.

5. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და ცომის დაგრეხილი რულეტები ერთმანეთთან ახლო–ახლოს ჩადეთ.

6. პირსახოცი დააფარეთ და 15 წუთით ამოსასვლელად გააჩერეთ.

7. ამის შემდეგ ზედაპირს კვერცხის გული წაუსვით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!