ყაყაჩოს ტორტი შოკოლადით

827

ჩემს შვილს ერთი კვირის წინ დაბადებისდღე ქონდა. დიდხანს ვფიქრობი, როგორტი ტორტი გამომეცხო, რათა ყველას მოსწონებოდა.

ძალიან მინდოდა ტორტის ყაყაჩოთი მომზადება. ცხობაში დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, ამიტომ მარტივი რეცეპტი შევარჩიე.

ყაყაჩოს ტორტი შოკოლადის მინანქრით საოცარი დესერტია.

ინგრედიენტები 3 ფირფიტისთვის

  • 6 ცილა
  • 3 სუფრის კოვზი დაფქული ქოქოსი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ბოთი ვანილის ესენცია
  • 5 სუფრის კოვზი ყაყაჩო
  • 10 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 15გ გამაფხვიერებელი
  • 5 სუფრის კოვზი რძე

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 4 კვერცხის გული
  • 1 ბოთლი ვანილის ესენცია
  • 1 შეკვრა ვანილის პუდინგი
  • 500მლ რძე
  • 6 სუფრის კოვზი შაქარი
  • 250გ კარაქი

ინგრედიენტები დეკორისთვის

  • 100გ შავი შოკოლადი
  • 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ათქვიფეთ ცილა აქაფებამდე.

დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ ყაყაჩო, ქოქოსი, ვანილის ესენცია, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და რძე. მოურიეთ ცომს ხელის მოძრაობით – ქვემოდან ზემოთ.

2.მიღებლი მასა ჩაასხით ფორმაში 24 x 30სმ (ფორმა უნდა იყოს ამოფენილით ქაღალდით და დამუშავებული ცხიმით). გამოაცხეთ 200 გრადუსზე 10-15 წუთი. გაგრილების შემდეგ გაჭერით 3 ნაწილად.

3.გადავიდეთ კრემის მომზადებაზე. ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან ერთად. დაუმატეთ პუდინგი, ვანილი და რძე, კარგად მოურიეთ.

4.კრემი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, ურიეთ მანამ, სანამ არ შესქელდება. გაგრილების შემდეგ დაუმატეთ კარაქი, მოურიეთ 3 წუთის განმავლობაში.

5.მინანქრის მოსამზადებლად ჯამში მოათავსეთ შოკოლადი და მცენარეული ზეთი. მოათავსეთ ცეცხლზე და გაალღვეთ.

6.თეფშზე მოათავსეთ პირველი კორჟი, კრემი. შემდეგ მოათავსეთ მეორე კორჟი, თანაბრად გადაანაწილეთ კრემი. ზემოდან დააფარეთ მესამე კორჟი და მოასხით მინანქარი.

7.ტორტი მოათავსეთ 2-3 საათი.

გემრიელად მიირთვით!