ასეთი”ჩიტის ბუდეები” ბავშვებს განსაკუთრებით აღაფრთოვანებს: საოცარი ნამცხვარია

1439

როგორ მოვემზადოთ ლამაზად აღდგომისთვის? შეგიძლიათ გამოაცხოთ პასქები ახალი რეცეპტით ან მოამზადოთ სააღდგომო კალათა ცომისგან კვერცხების ჩასალაგებლად. მაგრამ თუ რაიმე განსაკუთრებული გსურთ, მოამზადეთ “ჩიტის ბუდეები”.

შოკოლადისა და ნაღების ფიგურული ფენების გამოცხობა ბავშვებთან ერთად უფრო სახალისოა, მათ ძალიან მოეწონებათ ეს პროცესი. სცადეთ და თავად დარწმუნდებით

ინგრედიენტები

  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 100 მლ ნაღები
  • 210 გრ ფქვილი
  • 75 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 40 გრ კაკაო
  • 5 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. შეურიეთ ფქვილი, დარბილებული კარაქი, კვერცხი, შაქრის პუდრი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი. მოზილეთ ცომი, შეახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 1,5-2 საათით.

2. როცა ცომი გაცივდება, დაყავით მცირე ნაწილებად და გაატარეთ ნივრის საჭყლეტში.

3. შექმენით “ლაფშები” და პლასტმასის თავსახურით ცენტრში ჩააღრმავეთ.

4. შედგით 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. როცა გაცივდება, შეავსეთ შოკოლადით.

5. შოკოლადის შიგთავსისთვის დაადნეთ შოკოლადი და ნაღები. კარგად მოურიეთ.

6. მორთეთ დესერტი კვერცხის ფორმის კამფეტებით.

სიმპათიური “ბუდეები” სააღდგომო სუფრის ნამდვილი მშვენება გახდება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!