არც მოხარშული, არც შემწვარი და არც პიურე. ბაბუის რეცეპტის მიხედვით მომზადებული კარტოფილი

1563

ამ რეცეპტის მიხედვით უკვე დიდიხანია ვამზადებ კარტოფილს.

სოფლებში ამ რეცეპტის მიხედვით მზადდებოდა კარტოფილი. ბაბუაჩემმა მასწავლა და განსაკუთრებულად მიყვარს.

მინდა ეს არომატი და საოცარი გემო თქვენც შეიგრძნოთ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 1,5კგ
  • ხახვი 2 თავი
  • ნიორი 2-5 კბილი
  • მარილი
  • კარაქი 100გ
  • შავი წიწაკა
  • დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით.

2.გასუფთავებული კარტოფილი გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე.

3.მოაყარეთ მარილი გემოვნებით, წიწაკა და არომატისთვის დაფნა. დაჭყლეტილი ნიორი და ხახვი არ დაგავიწყდეთ.

4.კარტოფილი მოხარშეთ.

5.მოხარშული ხახვი და ნიორი გადააგდეთ, წიწაკის მარცვლებთან და დაფნასთან ერთად.

6.გადაასხით წყალი.

7.დარჩენილი ხახვი დაჭერით და მოთუშეთ ზეთში.

8.ხახვს დაუმატეთ კარტოფილი და კარაქი. კარტოფილი და ხახვი უნდა დაიფაროს კარაქით.

9.მოთუშეთ კარაქში 5-8 წუთი.

10.კარტოფილი მზად არის.

გემრიელად მიირთვით!