Gastronomia.ge-ს რედაქცია ჩაიზე მისაყოლებლად გემრიელ დესერტს, გოგრის ფხვიერ ორცხობილას გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
- 200 გრ გასუფთავებული გოგრა
- 100 გრ რბილი კარაქი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 კვერცხი
- 1 მწიკვი სოდა
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- გოგრა წვრილ სახეხზე გახეხეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
- რბილი კარაქი, შაქარი, სოდა და ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
- ცომი 1,5 სმ სისქის ფირფიტად გააბრტყელეთ.
- ფორმით ან ჭიქის ძირით ორცხობილები გამოჭერით.
- საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ცოტა მცენარეული ზეთი წაუსვით და მზა ორცხობილები გადაიტანეთ.
- 200 გრადუსზე ნახევარი საათით აცხვეთ.
- სურვილის შემთხვევაში, კაკალი დაუმატეთ და მზა ორცხობილას შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
- გემრიელად მიირთვით!