გემრიელი და არომატული ლორის მოყვარულებისთვის სპეციალური რეცეპტი მოვამზადეთ. ეს დელიკატესი მარილიან ხსნარში მზადდება მაგრამ, ძალიან ნაზი გამოდის. მიუხედავად იმისა რომ ლორი ასპროცენტიანი ცხიმია,მისი ზომიერად მოხმარება ზიანს არ მოგიტანთ. ამ მზა პროდუქტისგან სხვადასხვა ხემსისა და ბუტერბროდების მომზადება შეგიძლიათ.
ლორი მარილწყალში
მომზადების წესი:
1. დაჭერით ლორი 5- 15 სანტიმეტრის ნაჭრებად და ლიტრიან ქილაში ვერტიკალურად ჩაალაგეთ. სასურველია ქილაში 600 გრამამდე ლორი მოათავსოთ. დაუმატეთ ნიორი, შავი პილპილის მარცვლები და დაფნა გემოვნებით.
2. დავიწყოთ მარილხსნარის მომზადება. წყალი ქვაბში ჩაასხით და საშუალო ცეცხლზე დადგით. ქვაბში 1 ცალი გათლილი კარტოფილი ჩადევით. როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და წყალში 2 სუფრის კოვზი მარილი ჩაყარეთ.
3. კარტოფილი ფსკერზე უნდა იდოს. ამისთვის მარილი პერიოდულად უნდა ჩაყოთ წყალში და კარტოფილი აღარ ამოტივტივდება.
4. მარილწყალი დაბალ ცეცხლზე უნდა ადუღოთ. როგორც კი კარტოფილი მოიხარშება ამოიღეთ ქვაბიდან და წყალი კიდევ 1 წუთი ადუღეთ. მარილის მიახლოებითი პროპორციაა: 5 ჭიქა წყალზე – 1 ჭიქა მარილი.
5. გააცივეთ ხსნარი და ბეკონიან ქილებში ჩაასხით. ქილას პლასტმასის თავსახური დაახურეთ და 48 საათი დატოვეთ. შემდეგ კი 2 კვირით მაცივარში შედგით.
მომზადების შემდეგ ბეკონი შეგიძლიათ სუნელებში ამოავლოთ, რამდენიმე საათით გააცეროთ და მიირთვათ.