ამ ფუნთუშის რეცეპტი ნამდვილად დაიკავებს თქვენს გულში საპატიო ადგილს. არატკბილი, ხაჭაპურივით წელვადი ფუნთუშები თქვენი მაგიდის ფავორიტი კერძი გახდება. შიგთავსად ვიყენებთ მდნარი ყველისა და კარტოფილის ნაზავს. საფუარიანი ცომი ღუმელში საოცრად ფუვდება. რაც მტავარი არ იწვება ზეთში!
თუ ცომი მზად გაქვთ მაშინ რას ელოდებით? სულ რაღაც 30 წუთი და უგემრიელესი ფუნთუშები დაამსვენებენ თქვენს მაგდას.
ინგრედიენტები
- საფუარიანი ცომი 500გ
- კარტოფილი 3 ცალი
- ყველი ფეტა 120გ
- არაჟანი 1 სუფრის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი
მომზადება
1.პირველ რგში გაალღვეთ ცომი, თუ გაყინულია. წინასწარ მოხარშეთ კარტოფილი და გააგრილეთ.
2.კარტოფილი და ფეტა გახეხეთ წვრილად და დაუმატეთ არაჟანი. მარილი არ დაუმატოთ, რადგან ყველი ისედაც მარილიანია. შიგთავსი მზად არის.
3.ცომი გაყავით ორად და გააბრტყელეთ თხლად (ერთი მეორეზე დიდი უნდა იყოს). დიდ ცომს გადააფარეთ ზეწარი, მოატავსეთ ფორმაზე გააცხელეთ და გადაუსვით საბრტყელებელი.
4.მიღებული ფუნთუშები გადმოალაგეთ პერგამენტზე, რომელიც წინასწარ დაამუშავეთ კარაქით.
5.ათქვიფეთ კვერცხი, წაუსვით ფუნთუშებს და გამოაცვხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.
შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ ამ ფუნთუშებისშემადგენლობა და შიგთავსი. გემრიელად მიირთვით!