არაჟნის ტორტი ცხობის გარეშე. უმარტივესი რეცეპტი

1515

ტორტისთვის ჩვეული ინგრედიენტები მოიმარჯვეთ და ყურადღებით წაიკითხეს ეს რეცეპტი. ამ ტორტისთვის გამოიყენება უმარტივესი ინგრედიენტები, რომლითაც უგემრიელესი დესერტი გამოდის.

“საოცარი წამი” – ასე ქვიამ ამ დესერტს. არაჟნის კრემი საოცრად არბილებს ფირფიტებს და ხდის პირში ლღობადს.

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 500გ არაჟანი 20% ცხიმიანობის
  • 50გ კარაქი
  • 150გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი
  • ვანილი
  • 250გ ფქვილი
  • 150გ კარაქი
  • 70გ შაქარი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ არაჟნის კრემი. ორ კვერცხს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და 2 სუფრის კოვზი სახამებელი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ არაჟანი.

2.ჯამი მოათავსეთ ცეცხლზე. კრემს ურიეთ განუწყვეტლივ შესქელებამდე. დაუმატეთ 50გ კარაქი, როცა კარაქი მთლიანად გალღვება გამორთეთ ცეცხლი.

3.კრემი დროებით გვერდზე გადადეთ. ფქვილი, შაქარი და კარაქი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს. მიღებული მასა შეწვით ტაფაზე.

4.ფორმაში მოათავსეთ ფირფიტა, შემდეგ კრემი და ისევ ფირფიტა. ტორტის ბოლო ფენა უნდა იყოს კრემი. ზემოდან მოახარეთ ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!