ვიტამინებით სავსე ჭარხალი დიდი ხანია კულინარიაში დამკვიდრდა, თუმცა მას მხოლოდ მოხარშული სახით იყენებენ სალათებში ან წვნიანებში. “გასტრონომიას” რედაქცია გთავაზობთ, აღმოაჩინოთ ჭარხალი სხვა კუთხით და მოამზადოთ ჭარხლის ჩირი, რომელიც შესანიშნავად ეხამება ხორცის კერძებს და სალათებს.
ამ კერძის შემადგენლობაში ყურძნის კურკის ზეთი შედის. ის თითქმის უსუნოა, ყურძნის მსუბუქი გემო დაჰკრავს და მდიდარია ვიტამინებით. თუ ასეთი ზეთი არ აღმოგაჩნდათ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთით. ასევე მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ტკბილი ჭარხალი, ამგვარად გემო უფრო მდიდარი გამოვა.
ინგრედიენტები
- 1,5 კგ ჭარხალი
- 1 ლ ჭარხლის წვენი
- 50 მლ ღვინის ძმარი
- 100 მლ წყალი
- 1 ს.კ. შაქარი
- 100 მლ ყურძნის კურკის ზეთი
- 100 გრ შავი მოცხარი
- 5 მლ ესტარგონი
მომზადება
- მოხარშეთ ჭარხალი, გააცალეთ კანი და დაჭერით.
- დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაალაგეთ ჭარხალი და შედგით 60 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 8-10 საათით.
- მოამზადეთ სოუსი. შეურიეთ ღვინის ძმარი, ჭარხლის წვენი, შაქარი და დადგით ცეცხლზე. ხარშეთ სანამ მასა არ შესქელდება. სულ 200 მლ სითხე უნდა გამოვიდეს.
- ათქვიფეთ ბლენდერით შავი მოცხარი, მიღებული მასა, ესტარგონი და ზეთი, შემდეგ დაწურეთ.
- შეურიეთ სოუსი და ჭარხლის ჩირი პრიპორციით 1:1. შედგით მაცივარში 2-3 საათით.
- მიირთვით ჭარხალი იოგურტთან, ნიგოზთან, ხაჭოსთან ან ყველთან.
ამ დელიკატურ ხემსს ერთი ნაკლი აქვს – მაღალკალორიულობა (523 კკალ 100 გრამზე). შეუხამეთ ის ბოსტნეულის სალათებს: უჯრედისი დაეხმარება საჭმლის უკეთ მონელებაში და ზედმეტი სითხის განდევნაში. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!