ეს ნამცხვარი შესანიშნავი დესერტია როგორც მოულოდნელი სტუმრების გასამასპინძლებლად, ასევე ოჯახური თავყრილობების დროს.
ინგრედიენტები:
ზედაპირისთვის:
- 60 გ კარაქი მარილიანი, დარბილებული
- 1 ანანასი სიროფში – 7 რგოლი, სიროფი ცალკე
- 6-8 დაშაქრული ალუბალი
ბისკვიტისთვის:
- 120 გ კარაქი მარილიანი, დარბილებული
- 100 გ რაფინირებული შაქარი
- 150 გ თეთრი ფქვილი
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 2 კვერცხი
- ვანილის ან შოკოლადის ნაყინი
მომზადების წესი:
- ღუმელი წინასწარ გაახურეთ გაზქურა 180 გრადუსზე.
- ზედაპირი: კარაქი და შაქარი მიქსერით საშუალოზე მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ ისე, რომ კრემისებური გახდეს. ეს მასა ნამცხვრის მრგვალი ფორმის (20 სმ) ძირსა და, შეძლებისდაგვარად, გვერდებზე გადაანაწილეთ. ზემოდან ანანასის რგოლები დაალაგეთ, თითოეული რგოლის ცენტრში – ალუბალი.
- ბისკვიტი: ჯამში მოათავსეთ კარაქი, შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი, კვერცხები და ანანასის სიროფი. თქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი, კრემისებური მასის მიღებამდე.
- ცომი კოვზით გადაიტანეთ ფორმაში, ანანასის ფენაზე მოაქციეთ და ზედაპირი კოვზითვე მოუსწორეთ.
- აცხვეთ 30-35 წუთი. ცომი უნდა ამოვიდეს და მოოქროსფრო გახდეს. 10 წუთი ფორმაშივე დატოვეთ, გაგრილებული ცხაურზე გადაიტანეთ და გააცივეთ.
- დაჭერით და სუფრაზე თბილი მიიტანეთ, მასთან ერთად სტუმრებს ერთი ჩამჩა ვანილის ან შოკოლადის ნაყინი მიართვით.