ამ ხრიკის წყალობით ხორცზე ორჯერ ნაკლებ თანხას ვხარჯავ. ოქროს წესი ქათმის ხორცის მოყვარულთათვის

2689

როდესაც გსურს ხორცის ნოყიერი კერძი მოამზადო სწრაფად, დიასახლისებს საყინულეში შენახული დაფასოებული ხორცი შველით. ჩვენ მიჩვეული ვართ ქათმის სხვადასხვა ნაწილების ცალ-ცალკე ყიდვას, რომლებიც ფასითაც განსხვავდება. აღმოჩნდა, რომ ხორცზე ეკონომიის გაწევა თუ გსურს, მთლიანი ქათმების შეძენა უფრო მომგებიანია. გირჩევთ, რამდენიმე შეიძინოთ და სწორად დააფასოვოთ თავად.

ეს ხრიკი დაგეხმარებათ, გამოიყენოთ მთლიანი ქათამი: მისგან მაქსიმალური რაოდენობის კერძი გამოვა. არამხოლად ოჯახის ბიუჯეტს, არამედ, დროსაც დაზოგავთ. მაშ ასე, შეიძინეთ 4 ქათამი და ღორის ხორცის ნაჭერიც და შემდეგნაირად გადაანაწილეთ.

  • მოაჭერით ქათამს ფრთები და ბარკლები, სულ 8-8 ცალი გამოვა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ორჯერ ისადილოთ და ორჯერ ივახშმოთ.
  • მოაჭერით გულ-მკერდიდან ფილე, დაბეგვეთ და შეინახეთ საყინულეში. სულ 16 ცალი უნდა გამოვიდეს.
  • დანარჩენ ხორცს მოაცილეთ ძვალი და ღორის ხორცთან ერთად გაატარეთ, მოამზადეთ ფარში, რომლის ნახევარსაც დაამატეთ ბოსტნეული და ბრინჯი. შეგიძლიათ გუფთა ან ტოლმა მოამზადოთ.
  • დარჩენილი ფარშისგან შეგიძლიათ კოტლეტები მოამზადოთ.
  • ძვლები მოხარშეთ, ჩასხით ბულიონი ჭიქებში, გაყინეთ და შემდეგ გამოიყენეთ წვნიანებში.

როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან იოლია! ხორცის დამუშავების მოხერხებული მეთოდი მოგაცილებთ ყოველდღურ ფიქრებს, თუ რა მოამზადოთ სადილად ან ვახშმად. დიდი ალბათობით, ეს ხერხი თქვენი დედებისთვის და ბებიებისთვის ნაცნობია, შეინახეთ სტატია და გაუზიარეთ მეგობრებს!