საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ კატლეტი ხშირად ბრტყელი და ნაკლებად წვნიანი გამოდის და ბევრი დიასახლისი მიზეზს ვერ ხვდება. მეც ასე მემართებოდა და დედამთილმა თავისი საიდუმლო ხრიკი გამიზიარა. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რეცეპტს, რომლითაც წვნიან კატლეტებს გააკეთებთ.
ინგრედიენტები:
- 500 გრ ფარში
- 1 კვერცხი
- 2 ნაჭერი პური
- 200 მლ რძე
- 1 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- მარილი, წიწაკა, სანელებლები
მომზადების წესი:
- ნებისმიერი ხორციდან ფარში გააკეთეთ.
- პური რძეში ჩაალბეთ, სანამ არ გაცივდება.
- ხახვი წვრილად დაჭერით და მცენარეულ ზეთში შეწვით, გააგრილეთ.
- ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ.
- ეს მასა ფარშს დამბალ პურთან, მარილთან და წიწაკასთან ერთად დაუმატეთ, თქვენი საყვარელი სანელებლებიც დაუმატეთ. ფარშს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
- რამდენიმე კოვზი საფანელი შეგიძლიათ დაუმატოთ, თუ თხელი მასა გამოვა.
- კატლეტები საფანელში ამოავლეთ და ორივე მხრიდან მცენარეულ ზეთში შეწვით.
- სურვილის შემთხვევაში კატლეტები შეგიძლიათ მოთუშოთ: ქვაბში ცოტა წყალი ჩაასხით, რამდენიმე დაფნის ფოთოლი და 1 ნატეხი კარაქი დაუმატეთ. 10 წუთი საკმარისია და კატლეტები ძალიან წვნიანი გახდება.