ამ რეცეპტით მომზადებული ქათმის ღვიძლი აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულებს

2167

ქათმის ღვიძლი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მისგან არაერთი გემრიელი კერძი მზადდება. დღეს ქათმის ღვიძლს არაჟნის სოუსით მოვამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ქათმის ღვიძლი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 2 თავი ხახვი
  • 200 მლ არაჟანი
  • 1 ჩ.კ. კარის ფხვნილი
  • 1 კუბიკი ბულიონი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. ფქვილი

მომზადების წესი: 

  1. გარეცხილი ქათმის ღვიძლი დავჭრათ შუაზე, გადავიტანოთ თასში, დავასხათ ერთი კვერცხი, დავუმატოთ ფქვილი, ბულიონის კუბიკი და კარგად მოვურით. ტაფაზე დავასხათ 2 ს.კ. ზეთი, დავაწყოთ მომზადებული ქათმის ღვიძლი და შევწვათ მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან 3-4 წუთის განმავლობაში. ცალკე ტაფაზე დარჩენილ ზეითუნის ზეთში შევწვათ საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი ხახვი და შევურიოთ შემწვარ ღვიძლს. შემდეგ დავუმატოთ არაჟანი, კარი, ყველაფერი კარგად ავურიოთ, შევდგათ დაბალ ცეცხლზე და მოვშუშოთ 20-25 წუთის განმავლობაში.
  2. მომზადებული ღვიძლი მაგიდასთან შეიძლება მივიტანოთ მაკარონთან, ბრინჯთან ან კარტოფილის პიურესთან.

აუცილებლად სცადეთ ღვიძლის ამ რეცეპტით მომზადება და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!

გემრიელად მიირთვით!