ამ ორიგინალური შოკოლადის პიცით ნამდვილად გააოცებთ თქვენს მეგობრებს

1623

თუ თქვენ ჯერ არ გაგისინჯავთ შოკოლადის პიცა, მაშინ ჩვენი რედაქცია საუცხოო პიცის მომზადებას  გასწავლით.  მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი დესერტი, აი ასე მოიხსენიებენ მას კონდიტერები.

შემადგენლობა: 

ცომისთვის:

  • 250 გრ ფქვილი
  • 1 პაკეტი საფუარი
  • 3 კვერცხი
  • 175 გრ ნაღების კარაქი
  • 20 გრ შაქრის ფხვნილი
  • 12 გრ კაკაოს ფხვნილი

შიგთავსისთვის:

  • 10 მლ ნაღები
  • 100 მლ შავი შოკოლადი
  • 40 გრ კაკაოს ფხვნილი
  • 50 გრ ნაღების კარაქი

მოამზადეთ ცომი:

აურიეთ ბლენდერში ფქვილი, შაქარი, საფუარი და კაკაოს ფხვნილი. დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე. როგოც კი ცომი გადმოვა გვერდებიდან დაამატეთ კარაქი. გააგრძელეთ თქვეფა სანამ ცომი ისევ არ გადმოვა, გადაიტანეთ ჯამში. მოაყარეთ ზემოდან ფქვილი და გააჩერეთ 8 სთ, გააბრტყელეთ ცომი 1 სმ სიგანის მქონე მრგვალი ფორმების სახით. გადაიტანეთ კარაქწასმული პერგამენტის  ქაღალდზე და რამდენიმე ადგილზე დაჩხვლიტეთ ჩანგლით. ზემოდან მოაყარეთ კაკაო და კარაქის რამდენიმე ბურთულა. გააჩერეთ 1 სთ. აერღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე, გამოაცხვეთ 5 წთ, გადაუსვით ნაღები, კიდევ გამოაცხვეთ 10 წთ, დაამატეთ დაჭრილი შოკოლადი და კიდევ 2 წთ გამოაცხვეთ.

გააზიარეთ და გააცანით ეს საუცხოო რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!