ალუბლის ლიმონათი – გაზიანი სასმელების იდეალური ალტერნატივა

ზაფხულის შემაწუხებელ სიცხეში ალუბლის გამაგრილებელი ლიმონათი ნამდვილი მისწრებაა, ის წყურვილისგან გიხსნით, გემოთი გაგახარებთ და თქვენს ორგანიზმს ვიტამინებით აავსებს.

ინგრედიენტები

  • დიდი ლიმონი
  • 2 ცალი დიდი ფორთოხალი
  • 4 ცალი პიტნის ტოტი
  • 100 მილიგრამი ალუბლის სიროფი
  • 1 ლიტრი გაზიანი წყალი
  • ახალი ბალი
  • ყინულის ნატეხი

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხეთ ციტრუსი თბილ წყალში. აუცილებლად კარგად მოაშორეთ კანს ცვილი რომელსაც ხილს ტრანსპორტირების წინ უკეთებენ.

2. ლიმონი და ნახევარი ფორთოხალი ნაწილებად დაჭერით. დარჩენილი ფორთოხლისგან

3. მოსახერხებელ ჭურჭელში ფორთოხლის წვენი, ალუბლის სიროფი და ციტრუსების ნაჭრები ჩაასხით.

4. გარეცხეთ და დაჭერით ბალი ორ ნაწილად, მოაშორეთ კურკები

5. პიტნა ხელებში მოსრისეთ და წვნიან ჭურჭელში ჩაყარეთ. ბალიც იმავე ჭურჭელში ჩაყარეთ.

6. გაზიანი სასმელი ძირითად წვენში ჩაასხით და საჭირო რაოდენობის ყინული ჩაუმატეთ.