ფიქრობენ, რომ “ალა კარბონარას” საწებელი მსოფლიო ომის დასასრულს გამოიგონეს, როცა მეკავშირეთა ჯარები ქალაქში შაშხითა და კვერცხებით დატვირთულნი შევიდნენ. ადგილობრივმა მზარეულებმა კი ამ ინგრედიენტებით საუცხოო საწებელი მოამზადეს.
ინგრედიენტები:
- 500 გ სპაგეტი
- 60 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 1 ხახვი
- 150 გ შაშხი
- 6 კვერცხი
- 90 მლ ნაღები ცხიმიანი (ორმაგი)
- მარილი, შავი პილპილი
- 90 გ ყველი პეკორინი ან პარმეზანი
მომზადების წესი:
- დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
- სანამ სპაგეტი იხარშება, პატარა ტაფაში გააცხელეთ ზეთი და საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ ხახვი. ოქროსფრად რომ შეიფერება, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი შაშხი და შუშეთ კიდევ 5 წთ.
- კვერცხები და ნაღები დიდ ჯამში ათქვიფეთ, შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით, დაუმატეთ ყველი.
- მომზადებული სპაგეტი ტაფაში შაშხთან გადაიტანეთ, ათქვეფილი კვერცხი დაასხით, ტემპერატურას მოუმატეთ და კარგად მოურიეთ.
- მოაყარეთ შავი პილპილი და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.