აი, რისი მომზადება შეიძლება კომბოსტოს, კვერცხისა და საფანელისგან. იდეალური სახელდახელო ხემსი

2356

კლასიკური შნიცელი – საფანელში შემწვარი საქონლის ხბოს ან ღორის ხორცის თხელი ნაჭერია. მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ მისი მომზადება არამხოლოდ ხორცისგან არის შესაძლებელი! იმავე პრინციპით „გასტრონომია“ გთავაზობთ მოამზდოთ ახალგაზრდა კომბოსტო.

კომბოსტოს შნიცელისთვის უკვე მოძველებული კომბოსტოს გამოყენებაც შეიძლება, რომლისგან ხრაშუნა სალათი არ გამოვა. თამამად გამოიყენეთ ასეთი კომბოსტო და კიდევ რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი. მაშ ასე, შევუდგეთ!

ინგრედიენტები

  • 1 კგ კომბოსტო
  • 3 ც კვერცხი
  • 50 გრ საფანელი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით მრგავლ ნაჭრებად კომბოსტო ისე, რომ ძირის ნაწილი დაუტოვოთ, რათა ფოთლები არ გასცვივდეს.
  2. მოხარშეთ მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაწურეთ.
  3. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და პილპილი, საფანელი ჩაყარეთ ცალკე თასში.
  4. ამოავლეთ კომბოსტოს ყოველი ნაჭერი ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და კვლავ კვერცხში. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან სანამ ხრაშუნა ქერქი არ გაუჩნდება.

მიირთვით პიკანტური კომბოსტო არაჟანთან, ნიორთან და მწვანილთან. ძალიან გემრიელია! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!