ჰაეროვანი პეროგი „დალიანდაგებული საბანი“ შოკოლადის ბისკვიტით და ხაჭოს ფენით

199

ცნობილი პეროგი „დალიანდაგებული საბანი“ ფორმით ძვირადღირებული საკონდიტროს პატარა ღვეზელს გვახსენებს. თუმცა ასეთ ნაზ დესერტს ვერც ერთ მაღაზიაში იპოვით. მაღაზიაში ნაყიდი დესერტი შინ მომზადებულს ვერც შეედრება.

რბილი შოკოლადის ბისკვიტი და ნაზი ხაჭოს ფენა ნამდვილი საოცრებაა. ტკბილეულის მოყვარულები მის გემოს და გარეგნობას აუცილებლად დააფასებენ. დესერტი ძალიან ორიგინალური და გემრიელი გამოდის.

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პეროგი „დალიანდაგებული საბანი“

დესერტი ეფექტურად რომ გამოიყურებოდეს, ცომი და ხაჭოს კრემი ფორმაში სწორად უნდა ჩადოთ. ამაში რთული არაფერია. ჯერ შოკოლადის ცომი ჩაასხით, შემდეგ მასზე თეთრი კრემით გისოსები დახაზეთ. ეს საკონდიტრო ტომრით შეგიძლიათ გააკეთოთ. ლამაზი და აკურატული გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 50 მლ რძე
  • 160 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს/კ სახამებელი
  • 200 გ შაქარი
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 2 გ ვანილი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 250 გ ხაჭო

მომზადების წესი:

1. კვერცხი, 100 გ შაქარი, მარილი და 1 გ ვანილი ღრმა თასში ათქვიფეთ. მზესუმზირის ზეთი და რძე ჩაასხით. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

2. ხორბლის ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო აურიეთ. გაცერით. მშრალი ინგრედიენტები კვერცხი–რძის ნარევს დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

3. სილიკონის ფორმის ძირში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ცომი ჩაასხით და სპატულით თანაბრად გაასწორეთ.

4. ცალკე საშუალო ცხიმიანობის ხაჭო, 100 გ შაქარი, სახამებელი და 1 გ ვანილი აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

5. ხაჭოს მასა საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ, მისი დახმარებით შოკოლადის ცომზე 2 ფენა თეთრი ზოლები გააკეთეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ.

ცხობის დრო თქვენი ღუმელის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. სანამ პეროგს გამოიღებთ, კბილის ჩხირით შეამოწმეთ, გამოცხვა თუ არა. ცომიდან მშრალი უნდა ამოვიდეს. ასე გეცოდინებათ, რომ შოკოლადის ტკბილეულის სუფრაზე გატანა შეიძლება. „დალიანდაგებული საბანი“ პორციებად დაჭერით და ოჯახის წევრებს მიართვით. გემრიელად მიირთვით.