ჰაეროვანი კარტოფილის ღვეზელი საიდუმლო დანამატით. ასეთებს ბებიაჩემი აცხობდა

3932

გამომცხვარი ღვეზელისთვის ყველაზე პოპულარული ცომი გახლავთ საფუარის ცომი.ცომი ძალიან ნაზი გამოდის, შეწვისას კანი ხრაშუნა, მაგრამ მომზადებას დიდი დრო სჭირდება.

თუმცა, ასეთი დაბრაწული და მადისაღმძვრელი ღვეზელების გამოცხობა სხვა ცომითაც შეიძლება, რომელიც საფუარისას ტოლს არ უდებს. გთავაზობთ მოზილოთ კეფირის ცომი: ასეთივე გემრიელი კერძი გამოგივათ. შიგთავსში კი ერთი პატარა საიდუმლოა – ცოტაოდენი მაგარი ყველი, რომელიც კარტოფილის პიურეს პიკანტურ გემოსა და წელვად კონსისტენციას შესძენს.

ინგედიენტები

  • 6 ც კარტოფილი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 50 გრ კარაქი
  • 1 ც ხახვი
  • 200 მლ კეფირი
  • 2 ც კვერცხი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 0,5 კონა კამა

მომზადება

  1. მოამზადეთ პიურე მოხარშული კარტოფილისგან, დაამატეთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. დაჭერით ხახვი წვრილად, მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ კარტოფილს.
  2. გაცრილ ფქვილში დაუმატეთ მარილი, შემდეგ ათქვიფეთ კვერცხი, გახსენით კეფირში, დაამატეთ 70 მლ ზეთი.
  3. მოზილეთ ცომი, გააბრტყელეთ, ჭიქით ამოჭერით წრეები.
  4. მოათავსეთ შიგთავში, მოუჭერით კუთხეები. გამოაცხვეთ ღვეზელები ზეთში ორივე მხრიდან.

კარტოფილისა და ყველის ღვეზელები თქვენს შინაურებს აუცილებლად მოეწონებათ: ვერც კი შენიშნავთ, როგორ დაცარიელდება სავსე თასი, ამიტომ, გთავაზობთ, მოამზადოთ ცოტა მეტი. გაუზიარეთ მეგობრებს ეს საინტერესო რეცეპტი!