ზაფხულის მენიუში ყაბაყის კერძები აუცილებლად უნდა შედიოდეს. ყაბაყით მარტივი, მაგრამ გემრიელი კერძები შეგიძლიათ მოამზადოთ. დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია ერთ ასეთ რეცეპტს გიზიარებთ. ძალიან სწრაფად, 5 წუთში მზადდება. სალათის ნაცვლად შეგიძლიათ მიირთვათ.
ინგრედიენტები:
- 500 გ ყაბაყი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 0,5 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ ძმარი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 კონა ოხრახუში
- შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ორი ახალი ყაბაყი გარეცხეთ, ყუნწები მოაჭერით, თხელ რგოლებად დაჭერით.
2. მარილი მოაყარეთ, აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ, რომ წვენი გამოუვიდეს.
3. მარინადისთვის დაჭყლეტილ ან გახეხილ ნიორს წიწაკა, შაქარი ან თაფლი, ძმარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ და აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
4. ოხრახუში ან კამა წვრილად დაჭერით.
5. ყაბაყი ხელით კარგად გაწურეთ. მარინადში ჩააწყვეთ. დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. მაცივარში შეინახეთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უკეთესი. მინიმუმ 20 წუთი სჭირდება.
არომატული დამარინადებული ყაბაყი მზადაა! მაგიდაზე პიურესთან და შემწვარ ხორცთან ერთად გაიტანეთ. მწვადს იდეალურად უხდება. როგორც ყოველდღიურ, ასევე სადღესასწაულო სუფრაზე შესანიშნავი ვარიანტია. სტუმრები რეცეპტსაც მოგთხოვენ. გემრიელად მიირთვით! კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ!