ხორცი ფრანგულად-მეც ახლახანს შევიტყვე ამ საოცარი რეცეპტის შესახებ

1105

ხორცი ფარნგულად – ამ სიტყვების კომბინაციაც ძალიან გემრიელად ჟღერს. ხორცი გამოცხობამდე ხახვთან ერთად ტაფაზე იწვება, ხოლო ამის შემდეგ ღუმელში პომიდორთან ერთად ცხვება. ამ მეთოდის მეშვეობით კერძი არის საოცრად არომატული და წვნიანი.

ამ კერძის მომზადება წინასწარაც შეგიძლიათ, გაამზადეთ ყველა ინგრდიენტი, შეფუთეთ, შეინახეთ მაცივარში და ნებისმიერ დროს გაოაცხვეთ.

ხორცი ფრანგულად ხახვით და პომიდორით

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ძალიან მაგარ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც თქვენი სტუმრები ნამდვილად გაოცდებიან.

ინგრედიენტები

  • 1 ღორის ნაჭერი
  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 1 ხახვი
  • 150გ ყველი
  • 2-3 პომიდორი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ხორცი გარცხეთ და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. გაასუფთავეთ ხახვი და ისიც ხორცის მსგავსად საშუალო ნაჭრებად დაჭერით.

2.დაჭრილი ხორცი მოათავსეთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ კვერცხი, მაიონეზი, სახამებელი, მარილი, წიწაკა და დაჭრილი ხახვი, კარგად მოურიეთ.

3.ხორცი შეწვით ტაფაზე ოლადების მსგავსად. შეწვის შემდეგ გადაიტანეთ ფოლგით ამოფენილ ფორმაში.

4.პომიდორი დაჭერით რგოლებად, გაახურეთ ღუმელი. წვრილად გახეხეთ ყველი.

5.ხორცს ზემოდან დაადეთ 2 ნაჭერი პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

6.სულ ეს იყო. უგემრიელესი კერძიც მზად არის.

ამ კერძის მთავარი პლიუსი ის არის, რომ არ საჭიროებს გარნირს, ხოლო ინგრედიენტების შეცვლა თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ. ასე თუ არ გიყვერთ ღორის ხორცი, შეცვალეთ თქვენთვის სასურველით.

მოამზადეთ და გააოცეთ ოჯახის წევრები. გემრიელად მიირთვით!