ხორცი სოკოთი და ყველით ხახვის ბალიშზე

82

ხორცი სოკოთი ერთ–ერთი უმარტივესი, მაგრამ წარმატებული კომბინაციაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა კერძს ღუმელში აცხობთ და წელვადი ყველის ქუდით ფარავთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ რეცეპტს, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

გიზიარებთ პატარა საიდუმლოს, რომელიც ღუმელში ხორცის მომზადებაზე წარმოდგენას შეგიცვლით. ხშირად ღუმელში გამომცხვარი ხორცი მშრალი და რეზინასავით გამოდის. ამის თავიდან ასაცილებლად ღორის ხორცი ხახვის ბალიშზე გამოაცხვეთ. ხახვის ფენა არა მხოლოდ ხორცს წვნიანს და ნაზს ხდის, არამედ საოცარ არომატს აძლევს.

როგორ მოვამზადოთ ხორცი სოკოთი და ყველით ხახვის ბალიშზე

ღორის ხორცი სოკოთი და ყველით მარტივად მზადდება. ამის წყალობით სავახშმოდ ყოველდღე შეგიძლიათ მოამზადოთ. ამავდროულად, საკმაოდ გემრიელი და მორთულია, რომ სადღესასწაულო სუფრაზე ცენტრალური ადგილი დაიკავოს!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 300 გ ქამა სოკო
  • 2 პომიდორი
  • მარილი გემოვნებით
  • 4 ხახვი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 200 გ ხმელი ყველი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. 3 ხახვი გათალეთ და ნახევარ რგოლებად დაჭერით. ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.

2. ღორის ხორცი ულუფებად დაჭერით და ღრმად დასერეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, ხახვზე ზემოდან დააწყვეთ.

3. დარჩენილი ხახვი კუბებად დაჭერით, სოკო ნაჭრებად.

4. ზეთი ტაფაზე გააცხელეთ. ხახვი დარბილებამდე შეწვით, შემდეგ სოკო დაუმატეთ. 7 წუთით შეწვით. ბოლოს მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

5. პომიდორი საშუალო სისქის რგოლებად დაჭერით.

6. ხორცზე შემწვარი სოკო და ზემოდან პომიდვრის რგოლი დააწყვეთ. 180 გრადუსზე 45 წუთით აცხვეთ.

7. ყველი მსხვილად გახეხეთ და ხორცს მოაყარეთ. ღუმელში დააბრუნეთ და 200 გრადუსზე 10 წუთით აცხვეთ.

თუ სურვილი გაქვთ, მარტივი სოუსი მოამზადეთ. არაჟანი, ცოტა ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი მწვანილი აურიეთ. არომატული ხორციანი კერძის გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარტოფილი, ბოსტნეულის სალათი, მაკარონი ან ბრინჯი. გემრიელად მიირთვით!