ამ რეცეპტისთვის საქონლის ხორცი ქათმით ან ღორით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, ყველა შემთხვევაში ძალიან გემრიელი იქნება.
ინგრედიენტები:
- საქონლის ხორცი 1,5 კგ
 - პამიდვრის პასტა 2 სუფრის კოვზი ან პამიდორი 1 კგ
 - ხახვი 2-3 თავი
 - ქინძი 30 გ
 - ნიორი 3-4 კბილი
 - წყალი 2 ჩაის ჭიქა
 - ოხრახუში 50 გ
 - მარილი, პილპილი და წიწაკა გემოვნებით
 
მომზადების წესი:
- საქონლის ხორცი დავჭრათ ძალიან წვრილად და მოვხრაკოთ ნელ ცეცხლზე.
 - დავუმატოთ დაჭრილი ქინძი, ხახვი და მოვშუშოთ.
 - თუ საჭირო იქნება, დავუმატოთ ცხიმი.
 - როცა ხორცი თითქმის მზად იქნება, პამიდვრის პასტა გავხსნათ წყალში (ან ახალი პამიდორი დავჭრათ წვრილად, მოვხარშოთ და გავწუროთ, რათა თესლი არ შეჰყვეს) და დავასხათ კერძს. წვენი ოდნავ უნდა ფარავდეს ხორცს.
 - დავუმატოთ დანაყილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, შავი პილპილი და წითელი წიწაკა.
 - მოვურიოთ და წამოვადუღოთ.
 - 7-10 წთ დუღილის შემდეგ გადოვდგათ ცეცხლიდან და კიდევ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
 
კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
            








