ხორცის ცხობილა კომბოსტოთი

60

კერძების მზადებაზე ვგიჟდები! როცა ახალ რეცეპტს ვპოულობ, არ შემიძლია არ დავტესტო და არ მოვამზადო. ვცდილობ ისეთი კერძები ვიპოვო, რომლის მოსამზადებლადაც მინიმალური დრო დამჭირდება. ყველა დიასახლისის მსგავსად, მეც არ მაქვს იმის დრო, რომ საათობით ვიდგე ღუმელთან.

მე დღეს ისეთი კერძის რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც ვახშამს დაუვიწყარი გემოებით აავსებს. რაც მთავარია მარტივად და სწრაფად მზადდება.

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში 700გ
  • ხახვი 2 ცალი
  • პომიდორი 200გ
  • ნიორი 5 კბილი
  • პომიდვრის სოუსი 2 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 200გ
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • მარილი და შავი წიწაკა
  • ყველი
  • მზესუმზირის ზეთი
  • კამა

მომზადება

1.ნიორი, პომიდორი და ხახვი დააბლანდერეთ. მიღებული მასა დაუმატეთ ფარშს, მოაყარეთ წიწაკა და მარილი.

2.დააქუცამცეთ კომბოსტო, მოაყარეთ მარილი, პაპრიკა და ხელით კარგად მოურიეთ. კომბოსტომ უნდა გაუშვას წვენი და უნდა დარბილდეს.

3.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. მოათავსეთ ნახევარი კომბოსტო, ზემოდან – ფარში, შემდეგ მეორე ნახევარი. არაჟანს დაუმატეთ პომიდვრის პასტა, კამა და მოასხით კერძს.

4.გამოაცხეთ 190 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!