ხორცის მაფინები: იდეალური საუზმე ან ხემსი, რომელიც შეგიძლიათ თან წაიღოთ

1141

ხორცის ფარში ბევრი დიასახლისის საყვარელი პროდუქტია, რადგან მისი გაყინვა და დიდ ხანს შენახვა არის შესაძლებელი, გალღობა კი ხორცის მთლიან ნაჭერზე ბევრად იოლია. ფარშისგან უამრავი გემრიელი კერძი მზადდება. დღეს კი ჩვენ ხორცის მაფინების რეცეპტს შემოგთავაზებთ – დიახ, დიახ, მაფინები მხოლოდ ტკბილი არ არის. შიგთავსათ გამოიყენეთ სოკო და ყველი, თუმცა, შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით ბოსტნეულიც გამოიყენოთ. ფარში გამოდგება ღორის, საქონლის და ქათმის ხორცის.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის ფარში
  • 100 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 150 გრ ქამა სოკო
  • 50 გრ პური
  •  100 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც ხახვი
  • ხორცის სუნელები, მარილი, ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. ჩაალბეთ პური რძეში 10 წუთით. შეურიეთ ფარშს დაჭრილი ხახვი, კვერცხი, მარილი, სუნელები და დაწურული პური.

2. დაჭერით სოკო, შეწვით ზეთში 7-10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი.

3. მოათავსეთ ფორმებში ფარშის ნაწილი, ჩააღრმავეთ, შეავსეთ შიგთავსით, ზემოდან დარჩენილი ფარში დაადეთ და ხელით გააბრტყელეთ.

4. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

მზა მაფინები მიირთვით კარტოფილის პიურესთან. მოამზადეთ ეს უჩვეულო კერძი და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!