ხორცისა და პამიდვრის სალათა იდეალურია დიეტის დროს.

1315

ეს სალათა იდეალურია იმ შემთხვევაში თუ მისდევთ დიეტას, რომელიც ნახშირწყლების შეზღუდული  რაოდენობით მიღებას ითვალისწინებს.

ინგრედიენტები:

  • 4 ნაჭერი სუკი
  • 2 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა
  • 60 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი
  • 1 წითელი ხახვი
  • 30 პამიდორი ჩერი
  • 1 კონა ქინძი
  • 2 ს.კ. ძმარი ბაზილიკი

მომზადების წესი:

  1. 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 1 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა კარგად შეურიეთ და ხორცის ნაჭრებს ყველა მხრიდან წაუსვით.
  2. გრილის ტაფა წინასწარ გააცხელეთ და სუკის ნაჭრები საშუალო ცეცხლზე შეწვით. თუ ორივე მხრიდან 3-4 წუთს გააჩერებთ, საშუალოდ შემწვარი, ცვრიანი იქნება. ხოლო 6-7 წუთში ბოლომდე მომზადდება.
  3. გამოდგით, 5 წუთი გააჩერეთ, გრძლად დაჭერით.
  4. ჯამში აურიეთ ხახვი, შუაზე გაჭრილი პამიდვრები, წვრილად დაჭრილი ქინძი, მორჩენილი წიწაკა. მოასხით ზეთი და ძმარი. შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით, დაუმატეთ შებრაწული სუკის ნაჭრები და ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ. სუფრაზე თბილი მიიტანეთ.